უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - რუსული ძალები ბახმუტის დაკავებისგან ძალიან შორს არიან

უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის ოფიციალური წარმომადგენელი, სერჰი ჩერევატი აცხადებს, რომ ბახმუტი უკრაინას ეკუთვნის და რუსული ძალები მისი დაკავებისგან ძალიან შორს არიან.

„ბახმუტი უკრაინულია, მათ არაფერი დაუპყრიათ და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არიან ამის გაკეთებისგან“, - განაცხადა სერჰი ჩერევატიმ Reuters-თან საუბარში.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ბახმუტის ადმინისტრაციის შენობის თავზე რუსული დროშა აღმართეს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა