ჩვენსა და კონსილიუმის წევრებს შორის თანხვედრა არის, თუმცა კონსილიუმის წევრებისგან რაღაც განსხვავებული მოსაზრებებიც მოვისმინე, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ, რასაც ისინი განიხილავენ.
„ჩვენი და კონსილიუმის წევრებს შორის თანხვედრა არის, თუმცა რაღაც განსხვავებული მოსაზრებებიც კონსილიუმის წევრებისგან მოვისმინე. ალბათ, ისინი უფრო ჩამოყალიბებულ დასკვნას ამ დღეებში დადებენ და შემდეგ ერთად განვიხილავთ ამას დიაგნოზებში, მკურნალობის მიმართულებაში, მაგრამ გამომწვევი ძირითადი მიზეზებიდან გამომდინარე, რაც დასახელდა შეუგუებლობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებას კლინიკა ვერ იღებს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრობს, თუ არა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღებია, რაზეც ჩხაიძე ამბობს, რომ „ალბათ, მისაღებია.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ „თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს.“