ხელისუფლება თავს ესხმის მოქალაქეს მისი გარეგნობის გამო, ამიტომ იდგა აქციაზე ვიოლა ფონ კრამონი და ჩვენი მეგობრები ყოველთვის იდგებიან იქ, სადაც სახელმწიფო თავს ესხმის ერთ ადამიანს, მისი გარეგნობის თუ ორიენტაციის გამო, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება პროპაგანდით არის დაკავებული, ხოლო ქვეყნის მეგობრები ყოველთვის დგანან ქვეყნის ინტერესებისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე.
„ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ ვიოლა ფონ კრამონი იყო და არის ამ ქვეყნის მეგობარი იმის მიუხედავად, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ის აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას და აკრიტიკებს დღევანდელს. „ქართული ოცნება“ ამჯერადაც დაკავებულია პროპაგანდით და სიცრუის ტირაჟირებით, თითქოს ვიღაც შეთქმულებას აწყობდეს ქვეყანაში. სინამდვილეში „ქართული ოცნებაა“, ვინც მიდის ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. მეგობრები სადაც იდგნენ, იქ დგანან, ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე,“ - განაცხადა სამნიძემ.