„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ვალდებული ამტკიცოს უდანაშაულობა, ეს ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს მისი დანაშაული

ადვოკატ პაატა გოგალაძის განცხადებით, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულის პოზიცია არ შეცვლილა, ის დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ასევე, კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ბრალდებულს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მან კაზინოში თანხა წააგო, რის მერეც ცეცხლი გააჩინა, ადვოკატის თქმით, ბრალდებული დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ის, რომ კაზინოში იმყოფებოდა, საქმის მასალებიდან არ დგინდება.

„ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნულია, ბრალდების მიერ რაც არის გავრცელებული. შესაბამისად, ის კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება. აუცილებლად მოხდება სტაციონარში მოთავსება, მაგრამ ეს შემხებლობაში არ იქნება იმ გამოძიებასთან, რაც ფაქტზე მიმდინარეობს. ჩვენი შუამდგომლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება ბრალდებას, როგორი შუამდგომლობით შემოვა და რას მოითხოვს, მაგრამ ერთი თავიდანვე გასაგებია, რადგანაც ის დუმილის უფლებას იყენებს, თავს დამნაშავედ არ სცნობს. ჩვენი პოზიციაა, რომ არ უნდა იყოს შეფარდებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება“, - განაცხადა პაატა გოგალაძემ.

მისი თქმით, არსებობს ის საჯარო მტკიცებულებები, რომელიც ტელევიზიებმა გადაიღეს და ამის შემდეგ უკვე არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

„დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა ხანძრის გამომწვევ მიზეზზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯერ დადგენილი არ არის წარმომავლობა, რა მოტივით და ვის მიერ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ვალდებული ამტკიცოს უდანაშაულობა, ეს ბრალდებამ უნდა დაამტკიცოს მისი დანაშაული. მას ფინანსური პრობლემა არ აქვს”, - განაცხადა პაატა გოგალაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა