„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აგროექსპორტის გამოწვევებზე 3-დღიანი ვორქშოპი გაიმართა

„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, აგროექსპორტის გამოწვევებზე ვორქშოპი გაიმართა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, შეხვედრას ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ ნიდერლანდებიდან მოწვეული ექსპერტი, კონსულტანტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სპეციალისტი, იოს ლიტერსი გაუძღვა.

სამდღიან შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, აგროექსპორტის შესახებ სპიკერისგან მოესმინათ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ბაზრის დეტალური კვლევა, ექსპორტის პოტენციალის შეფასება, გამოწვევები და ა.შ. ვორქშოპის ბოლო ნაწილი კი ბიუჯეტის შედგენისა და მარკეტინგული გეგმების კომპონენტებზე საუბარს დაეთმო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აგრო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, 3-დღიან ვორქშოპზე დასწრება იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია სტუმრებს საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. იოს ლატერმა დამსწრეებს საკუთარი, მრავალწლიანი გამოცდილება და დაგროვილი ცოდნა გაუზიარა“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში