ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ყაზბეგის  მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ყაზბეგში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრეს.

„ასევე, ყურადღება გამახვილდა ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების, მათ შორის არასრულწლოვანების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა