საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ანტაკალნისის სასაფლაოზე, პატივი მიაგო ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე პატივი მიაგო და ყვავილების თაიგულით შეამკო ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად იბრძოდა, რუსული ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში ქ. ვილნიუსში, პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა, სადაც მან მაიორის წოდება და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია