ნანა გაბელიამ რომის სამრევლოს საკვირაო სკოლა „ფესვებს“ წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, პირველ მოადგილე გიორგი გაბედავასთან ერთად, რომის სამრევლოს საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და სპეციალურად მათთვის შეძენილი საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში რომის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე ხელაია და სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციის თანახმად, სკოლაში ამ ეტაპზე 40 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის არიან აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებიც, რომლებიც ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ქართულ ხალხურ ცეკვასა და მუსიკას სწავლობენ.

„ჩვენთვის ცნობილია რომ სკოლაში „ფესვები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ხშირად ეწყობა კულტურული საღამოები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები. მინისტრის აპარატი, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს ჩვენი მოზარდებისთვის აუცილებელ და სასარგებლო აქტივობებს“, - აღნიშნა ნანა გაბელიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში