დღეიდან ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო სამშაბათს ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიას დაესწროს, რომელიც ოფიციალურად აღნიშნავს ქვეყნის სამხედრო ალიანსში წევრობის დაწყებას.

„ფინეთი დღეს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო შეიტანს“, - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

განცხადება დაადასტურა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების აღსანიშნავად დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.

„ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ ნატო-ს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატო-სთვის“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა