პროკურორის განცხადებით, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს  ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

პროკურორ ალინა კუკავას განცხადებით, სასტუმრო “ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ექსპერტი დაადგენს, როგორი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს.

როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“სხვა გარემოებას ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ზოგადად, როდესაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ პირი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, ჩვენი კანონმდებლობით, ამ დროს, სამართლებრივი დევნა წყდება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირი იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით კონკრეტული ვადით თავსდება შესაბამის დაწესებულებაში", - განაცხადა ალინა კუკავამ.

“ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

28 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა სასტუმროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება