ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევის პროგრამაში თანადაფინანსების სახით 50%-დან 70%-მდე გაიზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევის პროგრამაში თანადაფინანსების სახით 50%-დან 70%-მდე გაიზრდება.

მან მთავრობის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფერმერებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ.

„მეორე საკითხი, რომელზეც დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, აგროდაზღვევის პროგრამას შეეხება. იცით, რომ 2014 წლიდან ვახორციელებთ აგროდაზღვევის პროგრამას, რომლის მიზანი არის დავიცვათ ჩვენი ფერმერები სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანისგან. ამ წლების განმავლობაში 65 ათასზე მეტი ბენეფიციარის დაახლოებით 140 ათასი ჰექტარი ფართობი იქნა დაზღვეული, რაც ასევე აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, 67 მილიონ ლარზე მეტი ზიანი ანაზღაურდა. თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ფერმერების აქტიურად ჩართვას პროგრამაში. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევის პროგრამაში თანადაფინანსების სახით 50%-დან 70%-მდე გაიზრდება. სხვა კულტურების შემთხვევაში ეს ასეა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსება 70%-ს შეადგენს. შარშან დაახლოებით 8 ათასი ჰექტრის ფარგლებში იქნა ვენახის ფართობი დაზღვეული. ვფიქრობ, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის, ვინაიდან მხოლოდ კახეთში ჩვენ აღრიცხული გვაქვს 40-41 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და მოსავალი დააზღვიონ“,-განაცხადა შამუგიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს