ოთარ შამუგია - ქვეყანაში 2-3 თვის ხორბლისა და ფქვილის მარაგია, 3 თვის შემდეგ ველოდებით ახალ მოსავალს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით რისკები არ არსებობს.

როგორც მინისტრი განმარტავს, ამ დროისთვის, საქართველოში, დაახლოებით, 2-3 თვის ხორბლისა და ფქვილის მარაგებია.

„შარშან, ზაფხულში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეჩერებინა ხორბლის და ქერის ექსპორტი. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გამომდინარეობდა იქიდან, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად აქ არსებულ საჭიროებებს, ადგილობრივ მოთხოვნილებას მოხმარებოდა და სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო. შემდეგ, რამდენიმე თვეში ეს შეზღუდვა ქერთან მიმართებაში მოვხსენით და მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღეში ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა მოვხსნათ. შესაბამისად, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ფერმებს, რომ უკვე თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, ვინაიდან, არ დგას არანაირი რისკი უზრუნველყოფის ნაწილში და სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში. ქვეყანაში არსებობს დაახლოებით, 2-3 თვის როგორც ხორბლის და ასევე, ფქვილის მარაგი. ასევე, 3 თვის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ახალ მოსავალს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოვხსნათ. ჩვენ ეს შეზღუდვა ივლისამდე გვქონდა განკარგულებით,“ - განაცხადა შამუგიამ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი