უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმაზე, თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში რუსეთმა უნდა იფიქროს.
"მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში. ამაზე რუსეთმა უნდა იფიქროს. მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაზე კომენტირებისას, რომელსაც რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.