თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ძირითად მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო.
მათივე ცნობით, სამუშაოების ამ ეტაპზე, 3 აპრილის 18:00 საათიდან, N331 ავტობუსი ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება და კრწანისის ქუჩაზე ორთაჭალის ქუჩის გავლით აღარ იმოძრავებს.
იმის გათვალისწინებით, რომ წინანაურისა და კრწანისის ქუჩების კვეთის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები კვლავ გრძელდება, N331 მობრუნებას კრწანისის ქუჩა N14-ის მიმდებარედ შეძლებს.