ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირდაპირ მწარმოებლებთან აწარმოებენ

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყება ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირდაპირ მწარმოებლებთან აწარმოებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პირდაპირი შესყიდვის გზით შესაძლებელი იქნება ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე სრული წლის საჭიროება დაუფინანსდეთ.

„ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, პირდაპირი რეკომენდაცია გვქონდა რეფერენტული ფასწარმოქმნისას, რომ ძვირადღირებულ მედიკამენტზე რეფერენტული ფასები არ დაწესდება, არ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისი რეკომენდაციით მოგვმართეს ჩვენ კონსულტანტებმა, საკონსულტაციო ჯგუფმა, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე მსოფლიო ბანკის დაქირავებულმა ექსპერტებმა. წავედით ძვირადღირებული მედიკამენტის პირდაპირი შესყიდვის გზით. გიდასტურებთ, რომ დაწყებული გვაქვს პირდაპირი შესყიდვის მოლაპარაკებები პირდაპირ მწარმოებლებთან. ერთ მხარეს იქნება მწარმოებელი კომპანია, მეორე მხარეს სამინისტრო და აქაც დამატებითი ფასდაკლების, შეღავათიანი ფასის პირობებში შევძლებთ იმას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს სრული წლის საჭიროება დავუფინანსოთ“,-განაცხადა აზარაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი