საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის იმერეთში გასტროტური მოეწყო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტური გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით გაიმართა.
მათივე ცნობით, ტურის მონაწილეები ზესტაფონის, ბაღდადის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და ქუთაისში მდებარე ტურისტულად ნაკლებად ცნობილ საოჯახო კვების ობიექტებსა და მარნებს ესტუმრნენ.
„ტუროპერატორებმა, ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა ვარციხე და საზანო მოინახულეს, ეწვივნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს. ტურის ფარგლებში იმერული კერძების მომზადების მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ასევე საოჯახო ღვინისა და ლუდის დეგუსტაცია გამართა.
გასტროტურის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფოტურების მოწყობით შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს საშუალებას აძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ, მოგზაურებისთვის კი ახალი მარშრუტები და ტურისტული პაკეტები შეადგინონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.