ზურაბ ჩიკვილაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს ეწვია

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს „ფაზლი“ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ზურაბ ჩიკვილაძე და გელა ჩივიაშვილი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპს გაეცნენ, დაათვალიერეს გარემო, სადაც ბავშვები და მოზარდები თერაპიას გადიან.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ცენტრის დამფუძნებელ თამარ ცქიტიშვილსა და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შეხვდნენ, რომლებმაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპზე და მათ საჭიროებებზე ისაუბრეს.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის გაზრდით, შესაბამისად, იზრდება ამ პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სპეციალური საჭიროების მქონე არცერთი პატარა და მოზარდი არ დარჩეს არსებული სერვისების მიღმა.

მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ვაუჩერის ღირებულების ზრდა. ყოველთვიურად ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. მათთვის წლიურად გამოყოფილი თანხა 5400 ლარს შეადგენს, 300-ით გაიზარდა პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა და უკვე 1850-ს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ