იურიდიული დახმარების სამსახურმა ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გამართა. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას მოდერაციას უწევდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, რომელმაც სამსახურის სამომავლო სტრატეგიის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

„სამსახურში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა, იურიდიული დახმარების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა და რეფორმების ავტორმა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისი USAID Caucasus -ის სამართლის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა რუსუდან ტაბატაძემ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) უფროსმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში იოჰან ფრანცმა, ევროპის საბჭოს პროგრამის ოფიცერმა ბაქარ ჯიქიამ, იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თეა ჭეიშვილმა.

აღინიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე, გაიხსნა იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები, ჩატარდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი არაერთი კამპანია და რაც მთავარია, შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების შეფასების სისტემა, რაც წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მოქმედი ანალოგიური სისტემისათვის. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ გამოწვევას კვალიფიციურად უპასუხა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვით იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმების მხარდაჭერაში.

კონფერენციის ბოლოს დაჯილდოვდნენ წარმატებული ადვოკატები, ხოლო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცათ სპეციალური მადლობის სიგელები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი