ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი 5 აპრილს რუსეთს ეწვევა.
აღნიშნული ვიზიტის შესახებ IAEA-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მედიას განუცხადა.
მისი თქმით, გროსი რუსულ დელეგაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარების განსახილველად შეხვდება.
როგორც მედია წერს, IAEA-ის გენერალური დირექტორი ბირთვულ ობიექტზე დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითხოვს.
ცნობისთვის, გროსი გასულ ოთხშაბათს ზაპოროჟიეს ეწვია.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომლის ოკუპირებაც რუსულმა ძალებმა გასული წლის მარტიდან მოახდინეს.