ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი - მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მერიაში წარდგენილი იყო გაყალბებული პროექტის ცვლილებები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, შპს LMC-ის, კომპანიის, რომელმაც შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი შეადგინა, დირექტორი დაიკითხა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მერიაში წარდგენილი იყო გაყალბებული პროექტის ცვლილებები.

„მოწმემ ჩვენება მისცა პროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული პროექტის ცვლილებები გაკეთდა შპს LMC-ის სახელით. პროექტზე გამოყენებულია ამ კომპანიის ბეჭედი და არქიტექტორების ხელმოწერები. მოწმემ სრული კატეგორიულობით განაცხადა, რომ ეს ცვლილებები არ ყოფილა მათ მიერ დამზადებული. შესაბამისად, ხელმოწერების და ბეჭდის გამოყენება ყალბად მოხდა. მოგეხსენებათ, ბრალდების მხარე “გრინსერვის პლუსის” დირექტორს ედავება პროექტის ცვლილებების გაყალბებას. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მერიაში წარდგენილი იყო გაყალბებული პროექტის ცვლილებები”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ გააყალბა დოკუმენტი, პროკურორის თქმით, ამ შემთხვევაში, ბრალდება მოიცავს მხოლოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, აქ იგულისხმება პროექტის ცვლილებების დოკუმენტები.

რაც შეეხება ამ დოკუმენტების დამზადებას და ა.შ. ტყეშელაშვილის თქმით, საქმე გამოყოფილია, გამოძიება გრძელდება და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში