ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ ცდილობს, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას

აშშ-ის მთავრობა ცდილობს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

“შეერთებული შტატები მკაცრად და ყურადღებით ადევნებს თვალყურს მის დაკავებას”, - აღნიშნა კირბიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, ევან გერშკოვიჩი დააკავა. “ეფესბეს” თქმით, დაკავებული ჟურნალისტი შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, გერშკოვიჩმა, შეერთებული შტატების დავალებით, შეაგროვა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ