თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე - მე გუშინ ვუყურე ჩვეულებრივ ოლიგარქს

ვერ მივხვდი საერთოდ, რა ამოცანა ჰქონდა ინტერვიუს, სავარაუდოდ იყო მცდელობა, დაეწყოთ მისი გარეცხვა, სინამდვილეში, მან ვერც გუშინ თქვა სათქმელი , - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერვიუს.

თინა ხიდაშელის განცხადებით, დავით კეზერაშვილი როგორც ჩანს, „ინტელექტთან მწყრალადაა“, რადგან ჰგონია, რომ ვინმე დაიჯერებს, რომ მან თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს მიღებული გამოცდილებით ბიზნესი ააწყო.

„როგორც ჩანს, ინტელექტთან მწყრალად ვართ, რადგან თქვა: 21 წლის ვიყავი მიშასთან ერთად რომ დავიწყე ბრძოლა. კი ბატონო, მეც ვადასტურებ, მახსოვს, მაშინ, იმ მოძრაობაში ყველა პატარა ვიყავით, ასე იყო ნამდვილად, ეს ნაწილი შეიძლება ბევრმა ადამიანმა დაადასტუროს, მაგრამ მერე „24 წლის ვიყავი, როცა ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდი, მერე იქიდან თავდაცვის მინისტრი გახდი და მერე თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს რომ გამოცდილება შევიძინე და ამბები გავიგე იმითი ბიზნესი ავაწყვე“...რადგან დიდი ხანია ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, თვითონ შეიძლება ასცდა იმას, სადამდე წავიდა წინ საზოგადოება, რამდენი ინფორმაცია აქვს, როგორ განვითარდა, მაგრამ ხალხმა, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, მაინც ხომ იცის, რომ ასეთი ამბები აღარ იყიდება საქართველოში - რომ 21 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებ, ერთი დღე ბიზნესი არ გქონია, პოლიტიკიდან მიდიხარ წლების შემდეგ და „ლუკოილის" წილის 50%-ის პატრონი ხდები. შეიძლება, არიან ადამიანები, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა, მაგრამ იმედია, ცოტა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, მან გუშინ „ოლიგარქს უყურა“.

„მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ „ძალიან ცუდია, მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილში. დღეს ამ კაცს [დავით კეზერაშვილს] რომ ვუყურებდი, ეს იყო კაცი, რომელიც ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი, არავის არ ეძებს. გვითხრა, რომ მას ადამიანები არ აინტერესებს, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარებიო. ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში