გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა „საპირველაპრილო ხუმრობაა".
„მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ადგილი როტაციის წესს ექვემდებარება. ველით, რომ პროფესიონალურად მოიქცევიან. მაგრამ ჩვენ ასევე ველით, რომ ისინი გამოიყენებენ ამ სავარძელს უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად და საკუთარი დღის წესრიგის პოპულარიზაციისთვის. ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკრიტიკოთ ისინი ყოველ წამს, როდესაც ამას შეეცდებიან“, - განაცხადა გრინფილდმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ელ აპრილს, როტაციის წესით ერთი თვით გადაიბარა.