საქართველოს უნივერსიტეტში ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა

თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ტექნოლოგიურმა მიღწევებმა სულ უფრო მეტად განაპირობა მონაცემთა დამუშავების და მათი გამოყენების შესაძლებლობები. ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესიაც ამ პროგრესის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა. დიდი ხანი არ არის, რაც მსოფლიოს უნივერსიტეტებმა დაიწყეს ბიზნეს ანალიტიკის პროგრამების სწავლება და სწორედ ამ სიახლის ფეხდაფეხ მიდის საქართველოს უნივერსიტეტი.

პროგრამის შესახებ ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, მაია ამაშუკელი საუბრობს:

„თუ გადავხედავთ დასაქმების ყველაზე რეიტინგულ ვებ გვერდებზე განთავსებულ ვაკანსიებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადვილი შესამჩნევია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პროფესიონალ ბიზნეს ანალიტიკოსზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, რომ ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს უნივერსიტეტშიც შექმნილიყო ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა.

პროგრამაზე მუშაობის პროცესში უნივერსიტეტმა მოიწვია დარგის წამყვანი, გამოცდილი, მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი სპეციალისტები. ისინი დაგვთანხმდნენ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობაზე, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმოდათ, რომ საბაკალავრო პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობდა დარგში შექნმილი დეფიციტის პროფესიული კადრებით შევსებას.

და უკვე 2023 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოში პირველი აკრედიტებული ბიზნეს ანალიტიკის პროგრამა ჩაეშვება. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაცია, რომლის უმთავრესი მიზანია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია.

ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ შრომისმოყვარე, მოტივირებულ, ამბიციურ სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე განათლება ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიაში, როგორიც ბიზნეს ანალიტიკაა“.

(R)

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში