გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ წრე დაერტყათ, გეგონება ნაძვის ხე იყო პარლამენტი - ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ აქციის ზოგიერთ მონაწილეს ჰქონდა „მოლოტოვის კოქტეილები“

პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ წრე დაერტყათ, გეგონება ნაძვის ხე იყო პარლამენტი - გამოძიებას ველოდები, ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ აქციის ზოგიერთ მონაწილეს ჰქონდა "მოლოტოვის კოქტეილები" და განწყობილი იყო რადიკალურად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა "ახალგაზრდების ნეგატიურ ემოციას იყენებ, ბუნებრივია, შედეგებიც იქნებოდა გათვლილი".

„მე არ მგონია ამაზე დიდი კითხვები იყოს, ჩვენ ვნახეთ აქციაზე პოლიტიკოსების პირდაპირი მოწოდებები, ალყა დავარტყათო. მერე ახალგაზრდებიც მოუწოდებდნენ, სად არის ის ადამიანი, ვინც ალყისკენ მოგვიწოდებდაო. ეს დიდი მტკიცებულების საგანი არ არის, საჯაროდ ვნახეთ ორგანიზატორები და პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ წრე დაერტყათ, გეგონება ნაძვის ხე იყო პარლამენტი. მოქალაქეს, რომელიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეა, „მოლოტოვის კოქტეილი" ექნება? ეს ხომ არ არის ქვა, რომ დაიხარო და აიღო, თან ყველამ ამის მომზადება არ იცის. მე ველოდები გამოძიებას, ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ აქციის ზოგიერთ მონაწილეს ჰქონდა "მოლოტოვის კოქტეილები" და განწყობილი იყო რადიკალურად. როცა შენ ამ ახალგაზრდების ნეგატიურ ემოციას იყენებ, რომ ალყა შემოარტყან პარლამენტს, ბუნებრივია, შედეგებიც იქნება გათვლილი. აი, ეს არის საინტერესო და გამოძიება იმედი მაქვს ამას დაადგენს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო