„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე დაასუფთავეს

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

სამუშაოებს ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეში, სამწუხაროდ, მოქალაქეებს უკანონოდ შემოაქვთ ნარჩენები. დამონტაჟებული იყო ფოტოხაფანგები და თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევი პირები არაერთხელ დააჯარიმა. ფოტოხაფანგები მოიპარეს, ამიტომ ხელახლა დამონტაჟდება, ტერიტორია გაკონტროლდება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე რეაგირება მოხდება. მოწყობილია ე.წ. შლაგბაუმებიც, თუმცა საკეტებს აზიანებენ და მანქანებით სამშენებლო ნარჩენი, ასევე, მეორადი საბურავები მაინც შემოაქვთ. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50, ისე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა