ტარიელ ნაკაიძე უმრავლესობას - არგუმენტების გარეშე თავს ესხმით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, ცდილობთ მოსახლეობა დააშინოთ

რაც საქართველოს მოსახლეობამ, რუსული კანონი უკან დაგაბრუნებინათ, დაკარგეთ ყოველგვარი სახელმწიფოებრივი აზროვნება. არგუმენტის გარეშე თავს ესხმით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. ცდილობთ დააშინოთ მოსახლეობა, მაგრამ ეს არ გამოგივათ. საქართველოში მცხოვრები უმცირესობები, ღირსეულად დაგახვედრებთ პასუხს ყველა პლატფორმაზე“, - ამის შესახებ დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს აქცენტები უმცირესობებზე გადაიტანოს, რისი თვალსაჩინო მაგალითია ახალგაზრდა აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი.

„თქვენ ცდილობთ მისი გარეგნობის, განსხვავებული აზროვნების გამო ააგოთ ბინძური პოლიტიკა და მოსახლეობაში მის მიმართ ნეგატიური აზრი შექმნათ. ცდილობთ ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებით პოლიტიკური ქულების დაწერას, თუმცა ეს არ გამოგივათ. საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამ ქვეყნის ღირსეული მომავალია და არ მოგცემთ შანსს ჩაახშოთ მათი ხმა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო საქართველოს უმცირესობების ხმა, რომელსაც ვერანაირი ბინძური კამპანია ვერ ჩაახშობს, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან ისტორიის სწორ მხარეს დგომა და სიმართლისთვის, მომავლისა და დასავლური პერსპექტივისთვის ერთგულება“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს