იენს სტოლტენბერგი ბახმუტისთვის ბრძოლაზე - რუსეთის არმიის რიგებში ვხედავთ დაბალ საბრძოლო სულისკვეთებას, ტექნიკა ხშირად ცუდია - ცდილობენ რაოდენობით აანაზღაურონ ის, რაც ხარისხის კუთხით აკლიათ

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში დაბალი ხარისხის ტექნიკას იყენებენ, სარდლობა ბევრ ოპერაციას კარგად ვერ ასრულებს და ცილობენ, ის, რაც ხარისხის კუთხით აკლიათ, რაოდენობით აანაზღაურონ.

„რუსეთის არმიის რიგებში ჩვენ ვხედავთ დაბალ საბრძოლო სულისკვეთებას, ტექნიკა ხშირად ცუდია და წვრთნები არც თუ ისე შთამბეჭდავია. სარდლობა ბევრ ოპერაციას კარგად ვერ ასრულებს. მაგრამ ამავდროულად, ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ რაოდენობით აანაზღაურონ ის, რაც რუსეთის ჯარებს ხარისხის კუთხით აკლიათ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა რადიო „თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის სარდლობა ბრძოლაში ათასობით ცუდად აღჭურვილ და გაწვრთნილ ჯარისკაცს აგზავნის, „თუმცა, რა თქმა უნდა, მათ უკრაინული მხარისთვის ზიანისა და ზარალის მიყენება შეუძლიათ“.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსული მხარე ბევრად მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინული, რადგან მათ არ გააჩნიათ ხარისხიანი სარდლობა და აღჭურვილობა, მაგრამ რუსეთის სათანადოდ ვერშეფასება არ შეიძლება „რადგან მან ათიათასობით ახალი ჯარისკაცის განთავსების მზადყოფნა გამოავლინა“.

„ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დავეხმაროთ მას თავისი მიწის გათავისუფლებაში და რუსი დამპყრობლების მოგერიებაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?