პარლამენტის ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხახუბია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფოთსა და სენაკში მოსახლეობას შეხვდა.
ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა და ყოველდღიური გამხნევებისთვის. სწორედ ამან მომცა ძალა და ენერგია გადამედგა ეს ნაბიჯი და მონაწილეობა მიმეღო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში.
ჩემთვის ადამიანი იმ სიტყვით ფასობს, რომელსაც საქმე მოჰყვება. შესაბამისად, ჩემს განათლებას, გამოცდილებასა და ენერგიას არ დავზოგავ იმისათვის, რომ ფოთის, ხობისა და სენაკის მოქალაქეებისთვის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. ჩვენი გუნდი კონკრეტული პროექტების განხორციელებას ახალი ხედვებითა და განახლებული ენერგიით გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
გიორგი ხახუბიამ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის საჭიროებები, იდეები და მოსაზრებები მოისმინა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
„მოსახლეობასთან შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა საარჩევნო პროგრამისა და ჩემი სამომავლო ხედვების გასაცნობად. მოსახლეობის პრობლემების დროული გადაწყვეტა და წარმატებისა და განვითარების გზით სვლა ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა კანდიდატმა.