ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება ისტორიული მოვლენა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირდაპირი შედეგი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის გაცხადებული მიზანი იყო ნაკლები ნატო-ს მიღება საკუთარ საზღვრებთან. მას სურდა ნატო-ს კარი დახურულიყო და ალიანსის წევრი აღარც ერთი ევროპული ქვეყანა არ გამხდარიყო. ის ზუსტად საპირისპიროს იღებს - იღებს მეტ ჯარს, მეტ მზადყოფნას, მეტ ძალებს ხმელეთსა და ჰაერში ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე და ის იღებს მეტ წევრებს. დღეს ფინეთი და მალე ასევე, შვედეთი, გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება.