დიმიტრი პესკოვი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება სიტუაციის მორიგი გამწვავებაა - მივიღებთ კონტრზომებს, რომ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი იძულებული იქნება ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გამო კონტრზომები მიიღოს.

„კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს არის სიტუაციის მორიგი გამწვავება, რომ ნატო-ს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოების ხელყოფა. სწორედ ასე აღვიქვამთ. ჩვენ მივიღებთ კონტრზომებს, რომ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე განმარტებით, კონტრზომები იქნება ის, რასაც რუსეთის ფედერაცია აუცილებლად ჩათვლის.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რა მოხდება ფინეთში, როგორ გამოიყენებს ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი ფინეთის ტერიტორიებს იარაღის, სისტემების, ინფრასტრუქტურის განთავსების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენს საზღვრებთან ახლოს იქნება და პოტენციურად გვემუქრება. ზომები ამის მიხედვით იქნება მიღებული“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ფინეთი დღეს ნატო-ს 31-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ