საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისმა კომისიამ 2022-23 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა განიხილა

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარდა, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2022 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია მოისმინეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცია მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიების განხორციელების მიმდინარეობას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიხედვით.

„კომისიის სხდომაზე აგრეთვე განიხილეს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგები საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, ასევე ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით დღეისათვის არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირები.

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია ჩამოყალიბდა 2023 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობის №353 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი