სოსო გოგაშვილის შვილი - ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მამაჩემი პოლიტპატიმარია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი არ იყო.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხუთივე ბრალის მიხედვით მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მამაჩემი პოლიტპატიმარია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითია. ეს რა თქმა უნდა, სამართლიანი განაჩენი არ იყო და მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი, მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ აუცილებლად, მოსამართლიდან დაწყებული, ყველა პირი აუცილებლად დაისჯება, ჩვენ როგორც გაგვამწარეს და რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ, ამის გამო პასუხს აგებენ. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, ჩვენს ქვეყანაშიც და შემდეგ, ფარგლებს გარეთ, რომ აუცილებლად დაისაჯონ ის პირები, ვინც ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ",-განაცხადა გოგაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება