იენს სტოლტენბერგი - ფინეთს ახლა ყველაზე ძლიერი მეგობრები ჰყავს - პუტინმა ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს, ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო

პუტინმა ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან ნატოში ფინეთი გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“განსაკუთრებული პატივია, რომ ამ ისტორიულ დღეს ნატოს 31-ე წევრს მივესალმოთ. რამდენიმე წუთში ფინეთის დროშას პირველად აღვმართავთ ალიანსის შტაბ -ბინასთან. დღეიდან 31 დროშა ერთად იფრიალებს სოლიდარობის ნიშნად.

ეს კარგია ფინეთის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის, მთლიანად ნატოსთვის. ფინეთს მნიშვნელოვანი და ბევრი შესაძლებლობის მქონე [შეიარაღებული] ძალები ჰყავს, დიდი გამოცდილებით. ძალიან ამაყი ვარ მივესალმო ფინეთს, როგორც სრულფასოვან წევრს. ასევე, იმედი მაქვს, რომ მალე შვედეთსაც მივესალმებით.

ფინეთს ახლა ყველაზე ძლიერი მეგობრები ჰყავს. პუტინს სურდა, რომ ნატოს კარი დაკეტილიყო. მან წარუმატებლობა განიცადა, ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო.

ძვირფასო საული [ნიინისტო], მადლობა თქვენი ლიდერობისთვის. მადლობა, რომ წინ გაუძეხით ფინეთს ყველაზე წარმატებულ ალიანსში,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ