პეკა ჰავისტო - ისტორიული დღეა ფინეთისთვის, ჩვენ ახლა ნატო-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა ვართ

ისტორიული დღეა ფინეთისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნატო-ს ყველა მოკავშირეს, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში დიდი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა.

„ჩვენ ახლა ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყანა ვართ, მოხარული ვართ, რომ თქვენთან ვართ“, - განაცხადა პეკა ჰაავისტომ.

განცხადება გაავრცელა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომაც.

„ფინეთი დღეს გახდა ნატოს თავდაცვის ალიანსის წევრი. ჩვენს ისტორიაში სამხედრო ნეიტრალიტეტის ეპოქა დასრულდა. ახალი ეპოქა იწყება. თითოეული ქვეყანა მაქსიმალურად ზრდის საკუთარ უსაფრთხოებას. ასევეა ფინეთიც. ამავდროულად, ნატო-ში გაწევრიანება აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციას. ჩვენ, როგორც პარტნიორი, დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ ნატო-ს საქმიანობაში. მომავალში, ფინეთი წვლილს შეიტანს ნატო-ს კოლექტიურ შეკავებასა და თავდაცვაში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი