ადვოკატის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმეზე სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებადამცველი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, გოგაშვილის საქმე საქართველოს ფარგლებსაც გასცდება და მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებს.

"ყველაზე დიდი სასჯელი სასამართლომ გამოიტანა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვაში. ეს ის ე.წ. პირადი საიდუმლოა, რომელიც სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შეეხება, რომელიც გადაღებულია წინა ხელისუფლების პერიოდში და ასევე, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნულ ინფორმაციასა და მასალაზე ხელი მიუწვდებოდა არა იოსებ გოგაშვილს, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილეს, არამედ, სუს-ის ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს. იოსებ გოგაშვილს აღნიშნული მასალები არც მოუპოვებია და არც შეუნახავს. რა ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაზეც აღნიშნული კადრები იყო ჩაწერილი, მასზე იოსებ გოგაშვილის დნმ არ ამოვიდა, შესაბამისად, ის იოსებ გოგაშვილის სახლში არ ინახებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ შეტანილი იქნა და ამის შესახებ მტკიცებულებები დაცვის მხარემ სასამართლოში წარვადგინეთ. კანონით დადგენილი წესით, ჩვენ ყველა სამართლებრივ რესურსს ამოვწურავთ, როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა