სერგეი ნარიშკინი - დასავლეთი არწმუნებს საქართველოს, რომ ახლა ხელსაყრელი დროა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ კონტროლის დასამყარებლად

რუსეთი ხედავს დასავლეთის მცდელობებს, დაარწმუნოს საქართველო, რომ ახლა კარგი დროა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღსადგენად. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის და სხვა დასავლური დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნაში. არწმუნებენ საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ ახლა არის სწორედ ხელსაყრელი მომენტი, როდესაც შესაძლებელია კონტროლის დამყარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე“, - განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები აიძულებენ საქართველოს, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.

დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებით, დასავლეთი ხედავს, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არ არის, ამიტომ ისინი ცდილობენ კონფლიქტში თბილისის ჩაბმას.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ