თენგიზ ცერცვაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს საშვილიშვილო საქმეა და აუცილებლად უნდა გაკეთდეს

ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე, ახალი, მულტიპროფილური, მინიმუმ, 500 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკა რომ უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ეს არავისთვის სადავო არ არის. თავის დროზე, სამედიცინო დაწესებულებების, თითქმის, 95% კერძო სექტორის ხელში გადავიდა. ამით, დაირღვა ბალანსი და კონკურენტუნარიანი გარემო, რაც მოქალაქეებისთვის, მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე აისახა. დღეს, სახელმწიფო ამის გამოსწორებას ცდილობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს საშვილიშვილო საქმეა და ამაზე კამათი არ უნდა იყოს , - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნიშვნელობასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს კლინიკის თანამშრომლების ინტერესები.

„მიუხედავად ამ საქმის საშვილიშვილო მნიშვნელობისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თანამშრომელთა ინტერესებს, რომ მიიღონ ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული დასაქმების პირობა, რასაც მათ მოქმედი მთავრობა - ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი - ჰპირდება“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

რაც შეეხება ახალი რესპუბლიკურის შენობის საკითხს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მხოლოდ ექსპერტების ჯგუფს შეუძლია, პასუხი გასცეს შეკითხვას, არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, თუ სრულიად ახალი ნაგებობები აშენდეს.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარჯთეფექტურობა, რა დაჯდება უფრო მეტი - არსებულის რეაბილიტაცია, თუ - ახლის აშენება. ყველა ამ საკითხზე, ვიცი, რომ უკვე მუშაობენ არა მარტო ქართველი, არამედ მოწვეული, საერთაშორისო ექსპერტები. როგორც უკვე დაანონსდა, პარასკევს, ჯანდაცვის მინისტრი, დეტალური პრეზენტაციით, რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე წარდგება და ყველა საკითხს გააცნობს მათ“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ