ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ ფინელ ხალხს უსაფრთხოების საიმედო გარანტიას - დადგება დღე, როდესაც უსაფრთხოება გარანტირებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც

რუსული აგრესია ადასტურებს, რომ ქვეყნისთვის საიმედო მხოლოდ კოლექტიური პრევენციული უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მოხდა ისტორიული მოვლენა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის, მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის - ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა. ალიანსი ძლიერდება აღმოსავლეთ ფლანგზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ფინელ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს კოლექტიური "უსაფრთხოების საიმედო გარანტიის" მიღება მიულოცა.

"რუსული აგრესია ცალსახად ადასტურებს, რომ მხოლოდ კოლექტიური გარანტიები, მხოლოდ პრევენციული გარანტიები შეიძლება იყოს საიმედო. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სიჩქარეზე - უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ვხედავთ, რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს პროცედურები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსში ნატო-ს წლევანდელი სამიტი საკმაოდ ამბიციური უნდა იყოს.

"რაც უფრო ამბიციურია ის, ვინც იცავს თავისუფლებას, აგრესიის მით ნაკლები შესაძლებლობა აქვს ბოროტების მსურველს. დადგება დღე, როდესაც უსაფრთხოება გარანტირებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც", - აღნიშნა ზელენსკიმ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა