გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, აბონენტებს - ზაჰესში, ავჭალის, სვიმონ შოთაძის, პლატინის ქუჩებზე, სოფელ მუხათგვერდში ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„10:30-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები, კვერნაულა, ჭიაურა, ღორღა, არტანი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 18:00 საათამდე, დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში - ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, წითლიანა, წინა მხარი, სონდა, ზენუბანი, ხამუშა, ხანდო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.