„ჯივიპი“, ნადირაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

5 აპრილს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, ნადირაძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

“ჯივიპის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 5 აპრილს 21:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, სარეაბილიტაცო პროექტის შედეგად, ნადირაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.

ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებთან დაკავშირებით 5 აპრილს, საღამოს 21:00 საათიდან 6 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონი: წყნეთის გზატკეცილს, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, დოლიძის, საკანდელიძის, მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის ქუჩებს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ჟღენტის ქუჩების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მე-3 და მე-7 კვარტლების ნაწილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი