ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურორებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ-ს“ თანამშრომლებს, შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს და მოსახლეობას ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი