„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - გაეროს ქალთა ორგანიზაცია და კერძო სექტორი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ კამპანიით ერთიანდებიან

საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება. გავრცელებული მცდარი შეხედულებების გამო, საზოგადოება პროფესიებს კვლავაც „კაცისა და ქალის საქმეებად“ ჰყოფს. შედეგად კი, ქალების დიდი ნაწილი საკუთარი ოცნებების ასრულებასა და პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზისა“ და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“.

კამპანიის იდეა და შესრულება კრეატიულ სააგენტო „ვოთერგანზს“ ეკუთვნის. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, პროექტის მთავარი პარტნიორი კომპანია „ბოდი შოპია“, მხარდამჭერები კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან. აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ჩართული კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და კამპანიის ირგვლივ გაერთიანებაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილია.

კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ შეახსენებს, რომელთა პროფესიული ოცნებებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო ვერ ახდა. კამპანიის ძირითადი ნაწილი კი ონლაინსივრცეში წარიმართება. შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.unstereotype.ge, რომელიც დაინტერესებულ ინტერნეტმომხმარებელს პროფესიების ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენების შესახებ სხვადასხვა ისტორიას უამბობს.

აღსანიშნავია, რომ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით სტერეოტიპების გავლენას სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გოგოები, როგორც წესი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის, ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლისა და მომსახურების პროგრამებზე დომინირებენ, ხოლო ბიჭები ინჟინერიის, წარმოების, მშენებლობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამების სტუდენტების უმრავლესობას წარმოადგენენ. 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კურსდამთავრებულთა 33%-ია ქალი, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ს შეადგენს.

კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ შეეცდება, ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიული არჩევანის გაკეთებისას სტერეოტიპებთან გამკლავება უწევთ, მხარი დაუჭიროს და აჩვენოს, რომ გავრცელებული წარმოდგენები სინამდვილეში რეალობას არ შეესაბამება, მათ ირგვლივ არსებულ ადამიანებსა და მთლიანად საზოგადოებას კი შეახსენოს, რომ პროფესიები სქესის ნიშნით არ იყოფა.

კამპანია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. იგი პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნინო ნატროშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 595 35 64 68, nino.natroshvili@unwomen.org

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი