გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს პარტნიორი, პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც რექტორი, პროფესორი ფულგენციო სამუდიო ოზუნა ხელმძღვანელობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ, სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესს, შემდეგ კი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხი.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრუნის აკადემიური პერსონალი, როგორც საერთაშორისო ექსპერტი, მხარს დაუჭერს პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტს აკრედიტაციის პროცესში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარაგვაის ელჩი თურქეთში, მისი აღმატებულება ცეფერინო ვალდეს პერალტა და საპატიო კონსული საქართველოში ზურაბ ხუნტუა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა