შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ანაკლიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მარშრუტისა და ლოკაციის შერჩევის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ექსპერტებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებმა ანაკლიის სანაპირო ზოლში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განთავსების ლოკაციები მოინახულეს და განიხილეს. გარემოს დაცვის და სოციალური ზემოქმედების სკრინინგის ანგარიშის დასასრულებლად, ადგილზე მოკვლევა და დათვალიერება განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, წარმომადგენლობა ასევე ქვესადგურში „ჯვარი 500“ იმყოფებოდა, სადაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საქართველოს ენერგოსისტემასთან მიერთებაა დაგეგმილი.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, ზვიად გაჩეჩილაძის განცხადებით, კომისიამ ანაკლიაში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ზღვაში ჩასვლა იგეგმება, ხოლო მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები დაზუსტდება, როგორებიცაა: კაბელის მარშრუტი, გარემოს დაცვისა და სოციალური სკრინინგის საკითხები და ა.შ.

„ჩვენ ვიკვლევთ საქართველოსა და რუმინეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1100 კმ სიგრძის კაბელის მეშვეობით. უკვე შევარჩიეთ მარშრუტი და გარდამავალი სადგურების ადგილმდებარეობა. ვიზიტის მიზანია, განვსაზღვროთ, რა შედეგები გვაქვს კვლევის ამ ეტაპისთვის, გადავამოწმოთ ჩვენ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოები, რათა გარემოს დაცვის და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის მშენებლობით გამოწვეული ზემოქმედება მინიმალური იყოს“, - განაცხადა კომპანია CESI-ის წარმომადგენელმა და პროექტის მენეჯერმა, სტეფანო მალგაროტიმ.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობებისა და საუკეთესო გზების დადგენის მიზნით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, კომპანია CESI-ი ახორციელებს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი