თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ რიკოთის ჩახერგვით ქვეყანა ეკონომიკური, სატრანსპორტო და უსაფრთხოების კოლაფსის წინაშე დააყენა

პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ რიკოთის ჩახერგვით ქვეყანა ეკონომიკური, სატრანსპორტო და უსაფრთხოების კოლაფსის წინაშე დააყენა.

მისივე თქმით, ისინი უწყების მხრიდან რიკოთის საავტომობილო მაგისტრალზე ჩატარებული გეოლოგიური დასკვნისა და კვლევის გასაჯაროებას ითხოვენ.

„როდესაც მთელი საქართველო სააღდგომო სამზადისს იწყებს, ჯერ კიდევ გაურკვეველი ვადით არის დაკეტილი ქვეყნის მთავარი არტერია, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი. რიკოთის ჩახერგვით ხელისუფლებამ ქვეყანა ეკონომიკური, სატრანსპორტო და უსაფრთხოების კოლაფსის წინაშე დააყენა. მოშლილი და შენელებულია ქვეყნის მასშტაბით ტვირთბრუნვა და სატრანზიტო ხაზები, საგრძნობლად ბიზნესს და ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. ქვეყანა პარალიზებულია და გადადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, 10 საათამდე სჭირდება ლიხს იქით გადასვლა-გადმოსვლას. რიკოთი მეწყერსაშიშ ზონად აქციეს. ამით საფრთხეს უქმნიან, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მაგისტრალით მოსარგებლე მოქალაქეებს.

ერთ დიდ საცობად ქცეული ქვეყანა - ეს არის საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი! ამ კოლაფსის მიზეზად სახელდება 149 კილომეტრზე, მიმდინარე აქტიური მეწყრული პროცესები. ჩვენი ინფორმაციით, სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი საქმის კურსში იყვნენ არსებული სირთულეების შესახებ, მაგრამ არ რეაგირებდნენ, შესაბამისად კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდით. განსხვავებით 13 მარტის ინციდენტისგან, როდესაც იგივე გზაზე დროებითი კონსტრუქციის ჩამოშლა მოხდა, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის შემთხვევაში საქმე გვაქვს ობიექტურად საფრთხის შემცველ პროცესებთან. დღეს საგზაო დეპარტამენტი ამ მონაკვეთზე ჩატარებულ 170 კვლევას იშველიებს დამხმარე არგუმენტად, არადა როგორ შეიძლება რომ 170 “კვალიფიციურ კვლევას” არ გამოევლინა ის პრობლემები, რომლებსაც ახლა, ამ მომენტში, როგორც დეპარტამენტი ამბობს, სწავლობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დიდი ჯგუფი. ამიტომ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა გეოლოგიური დასკვნისა და კვლევის გასაჯაროებას!“, - აღნიშნა დათუნაშვილმა.

თაზო დათუნაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ კონტრაქტორ კომპანიებს რამდენჯერმე გადაუვადა მშენებლობის ვადები და „ურცხვად ამბობს, რომ ვადები არ დარღვეულა.“

„რიკოთის ეს მონაკვეთები 2022 წელს უნდა ჩაბარებულიყო და შესულიყო ექსპლუატაციაში - 2022 წელს, მაგრამ ვალდებულებები რამდენჯერმე გადავადდა თითქმის ყველა კომპანიისათვის. არსებული ვითარებით „ლელო“ ჯერ კიდევ წინა წლის ბოლოს დაინტერესდა და ჩვენმა დეპუტატებმა ოფიციალურად გამოითხოვეს დოკუმენტაცია, მე ხელთ მაქვს სამინისტროს მიერ მოწერილი წერილი, რომელშიც ფაქტობრივად შეფარული ტყუილია ნათქვამი, თითქოს და რიკოთის უღელტეხილის არცერთ მონაკვეთზე არ დარღვეულა მშენებლობის ვადები, ეს ინფორმაცია, რბილად რო ვთქვათ არ შეესაბამება სიმართლეს, არ დარღვეულა, რადგან გადავადდა! სახელმწიფომ კონტრაქტორ კომპანიებს რამდენჯერმე გადაუვადა მშენებლობის ვადები და ურცხვად ამბობს, რომ ვადები არ დარღვეულა.

დიდ ეჭვს იწვევს შემსრულებელი კომპანიების შერჩევის პროცესი, იქნება ეს რიკოთის მონაკვეთზე თუ სხვაგან. ბევრი საეჭვო რეპუტაციის კომპანია ფიგურირებდა შესრულების სხვადასხვა ეტაპზე. ამის შესახებ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც გვაფრთხილებდნენ, მაგალითად როდესაც პოლონეთის ყოფილი ელჩი, გაოცებას ვერ მალავდა - თუ რატომ ხარჯავდა საქართველო ევროპელი და ამერიკელი დონორების ფულს ჩინურ კომპანიებზე, როდესაც რთული და კომპლექსური სამუშაოები ამერიკულ, ავსტრიულ ან გერმანულ გამოცდილ კომპანიებს შეეძლოთ განეხორციელებინათ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჩვენ მივდივართ რიკოთზე და ადგილზე შევისწავლით არსებულ მდგომარეობას”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი