ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებ-გვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა

1-ელი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებ-გვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„1-ელი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის - taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებ-გვერდზე განთავსებულია მოხმარების ინსტრუქცია. მინდა, თითოეულ ტაქსის მძღოლს და ნებართვის მფლობელს წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებისთვის წარმატების მომტანი იქნება აღნიშნული ცვლილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობას აძლევს, მგზავრი აიყვანოს და ჩამოსვას ე.წ. ბასლეინში.

„ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე: მოსკოვის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი, ქეთევან დედოფლის გამზირი, გრიგოლ ორბელიანის მოედანი, რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავას ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, ანა კალანდაძის ქუჩა, პეკინის გამზირი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, სანდრო ეულის ქუჩა, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, მირიან მეფის ქუჩა, პეტრე იბერის ქუჩა.

მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები: ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი. მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი