კახა კალაძე - ისტორიულ უბანში მდებარე სახლის რეაბილიტაციისას შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება

თბილისის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, ამოქმედდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება.

„აღნიშნული პროგრამა უკვე ფუნქციონირებს. ამ გადაწყვეტილებამ ყველა შესაბამისი უწყება გაიარა. დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა და უკვე შეგვიძლია, ახალი პროგრამის საშუალებით, ძველი თბილისის შენობა-ნაგებობები მოვაწესრიგოთ. ერთადერთი რესურსი, რაც გვქონდა, იყო „თბილისის განვითარების ფონდი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბევრი კარგი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩვენ იმდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ ძველ უბნებში, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ბიზნესის შემოყვანა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალ პროგრამას, თბილისის მერის განმარტებით, მას ორი მიმართულება აქვს, პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას კი „თბილისის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს.

„პირველი მიმართულების მიხედვით, მაგალითად, მთაწმინდის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ავარიული ძეგლი მდებარეობს, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს. თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და შეძლებს აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას, პარალელურად კი, ფლობს მიწას ან სხვა სამშენებლო მოედანს, საშუალებას მივცემთ, მან არა ისტორიულ უბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის განხორციელება განსხვავებული პარამეტრებით შეძლოს. ისტორიულ უბანში მდებარე სახლი, რომლის სახის ცვლილება და სართულების დამატება ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, „თბილისის განვითარების ფონდის“ ჩართულობით რეაბილიტირდება. ეს ინვესტორს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, ჩვენ მიერ დამტკიცებული პარამეტრებით, პროექტი სხვაგან განახორციელოს ისე, რომ ის სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დროს შეასრულებს, დაიბალანსოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი პროგრამის მეორე მიმართულებას, თბილისის მერის განმარტებით, ის ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს.

მისი თქმით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

კახა კალაძე - ისტორიულ უბანში მდებარე სახლის რეაბილიტაციისას შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება

თბილისის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, ამოქმედდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება.

„აღნიშნული პროგრამა უკვე ფუნქციონირებს. ამ გადაწყვეტილებამ ყველა შესაბამისი უწყება გაიარა. დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა და უკვე შეგვიძლია, ახალი პროგრამის საშუალებით, ძველი თბილისის შენობა-ნაგებობები მოვაწესრიგოთ. ერთადერთი რესურსი, რაც გვქონდა, იყო „თბილისის განვითარების ფონდი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბევრი კარგი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩვენ იმდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ ძველ უბნებში, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ბიზნესის შემოყვანა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალ პროგრამას, თბილისის მერის განმარტებით, მას ორი მიმართულება აქვს, პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას კი „თბილისის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს.

„პირველი მიმართულების მიხედვით, მაგალითად, მთაწმინდის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ავარიული ძეგლი მდებარეობს, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს. თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და შეძლებს აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას, პარალელურად კი, ფლობს მიწას ან სხვა სამშენებლო მოედანს, საშუალებას მივცემთ, მან არა ისტორიულ უბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის განხორციელება განსხვავებული პარამეტრებით შეძლოს. ისტორიულ უბანში მდებარე სახლი, რომლის სახის ცვლილება და სართულების დამატება ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, „თბილისის განვითარების ფონდის“ ჩართულობით რეაბილიტირდება. ეს ინვესტორს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, ჩვენ მიერ დამტკიცებული პარამეტრებით, პროექტი სხვაგან განახორციელოს ისე, რომ ის სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დროს შეასრულებს, დაიბალანსოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი პროგრამის მეორე მიმართულებას, თბილისის მერის განმარტებით, ის ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს.

მისი თქმით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი