ესპანეთმა უკრაინისთვის ექვსი „ლეოპარდის“ ტანკის გაგზავნა გადადო, - ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა სახელმწიფო ტელეარხს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ექვსი Leopard 2A4 ტიპის ტანკი, რომელსაც ოფიციალური მადრიდი კიევს დაჰპირდა, ესპანეთს აპრილის მეორე ნახევარში დატოვებს.
ცნობისთვის, ესპანეთმა გასულ თვეს განაცხადა, რომ „ლეოპარდების“ გაგზავნას უკრაინისთვის აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გეგმავდა, რომელიც დასავლეთში წელს 9 აპრილს აღინიშნება.