საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში შშმ ქალებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში შშმ ქალებთან შეხვედრა გამართეს.

კერძოდ, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მონაწილეობით, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, შშმ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის და ანგარიშვალდებულების გაღრმავების მიზნით, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში, შშმ ქალებთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს.

„საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგები წარუდგინეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც შშმ ქალებმა პროკურორებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას. შშმ პირთა უფლებების მიმართულებით საქმიანობის პროცესში - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე" პროკურატურის მთავარი პრინციპია.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჟენევაში, წელს გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიში განიხილეს. აღნიშნულ სესიაზე პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას - ,,არა ფემიციდს“ პოზიტიური შეფასება მიეცა და ყურადღება გამახვილდა ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში შშმ ქალების მონაწილეობაზე.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ საერთო ჯამში 15-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლა.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი